2015-06-29 16:25:42, 722 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში შევიდა
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში დარეგისტრირდა. საბიუჯეტო ცვლილებებით, სახელმწიფო უწყებების დაფინანსება გარკვეული მოცულობით მცირდება. სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანობაში 140 მილიონი ლარით მცირდება.
კორექტირებული ვარიანტის მთავრობის სხდომაზე წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ ხარჯვითი ნაწილის შემცირება სოციალურ და კაპიტალურ ხარჯებს არ შეეხება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან