23:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 18:45:11, 973 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ლგბტ ადამიანებს შორის ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკანონდა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტ  ადამიანებს ქორწინების ლეგალური უფლება ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე აქვთ.

მოსამართლე ენტონი კენედიმ დაადგინა, რომ ქორწინება ყველა ადამიანისათვის კონსტიტუციური უფლებაა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა გამოეხმაურა.

„დღეს თანასწორობისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ, ისევე როგორც ყველა სხვას. სიყვარული იმარჯვებს“ - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატებიდან“ ჰილარი კლინტონი.  „დღეს აშშ-მ გაიმარჯვა, დღეს გაიმარჯვა ადამიანის უფლებებმა, რომელიც ყველაზე ძვირფასია“

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთსქესიანი ქორწინება ამერიკის მხოლოდ 37 შტატში იყო შესაძლებელი.

უცნობია, თუ როდის გაიცემა ლიცენზია ამგვარ ქორწინებაზე იმ შტატებში, რომლებშიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე მოქალაქეებს დაქორწინება აკრძალული ჰქონდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics