2015-06-26 17:06:22, 637 ნახვა
ეკონომიკა
ვითიბი ბანკი ქსელის გაფართოებას განაგრძობს
ბათუმში, ჭავჭავაძის N 131-ში, ვითიბი ბანკის ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი წერტილი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით. აღნიშნულ წერტილში, კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.
ბათუმში ეს უკვე მესამე ბანკის წერტილია. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვითიბი ბანკი 32 წერტილით არის წარმოდგენილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან