23:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 16:44:51, 858 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში ძლიერმა გვალვამ 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

სინდის პროვინცის დედაქალაქ კარაჩში სიცხის შედეგად 780 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვალების ცნობები სხვა პროვინციებიდანაც მოდის.

ბიბისი-ს ცნობით, პაკისტანის მთავრობას კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო ნაბიჯების გადაუდგმელობისათვის აკრიტიკებენ. მთავრობა, ხალხს მზის ჩასვლამდე სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს.

სამშაბათს პაკისტანში მაქსიმალურმა ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. პაკისტანის პრემიერ მინისტრმა საგანგებო ზომები მიიღო და ჯარისკაცებს დაავალა მზის დარტყმის შედეგად დაშავებულთათვის თავშესაფრების აგება.

ამჟამად ტემპერატურა 34 გრადუსამდე დაეცა, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებენ კონდინციონერებისა და სხვა გამაგრილებელი საშუალებების თავისუფლად გამოყენებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics