2015-06-25 09:41:38, 540 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2489 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.2489 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2492 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, დღეს 1 ევრო 2.5170 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5252 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან