20:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 14:47:34, 1877 ნახვა

სამხედრო
იზორია - საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ამოცანა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სკოლებში ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ამოცანა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა.

 „ჩვენი მიდგომა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კომპონენტია, მათ შორის ტოტალური თავდაცვის. ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც საზოგადოების ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვემუშავებინა პილოტ პროექტის სახით სახელმძღვანელო, კერძოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, რომელიც მოზარდ თაობას, პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური სახის, შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა კატასტროფებთან. ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან. ფაქტი, რომ ეს საფრთხე, თუ როგორ იქნება რეალიზებული რა თქმა უნდა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, იანვრიდან საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. გაკვეთილებს სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics