00:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 12:49:25, 644 ნახვა

ეკონომიკა
იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თანხების შემცირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება

იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თანხების შემცირება  ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კერძოდ, წულუკიანის თქმით, მიმდინარე წელს   2 სოფლის სახლი აღარ აშენდება და საჯარო რეესტრს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად,  3 მილიონის ბიუჯეტისთვის  გადაცემა მოუწევს.

გარდა ამისა, წულუკიანის განმარტებით,  იუსტიციის სამინისტრო ბიუჯეტში ასევე, გადარიცხავს მცხეთის  იუსტიციის სახლის თანხას, რომელიც ვეღარ აშენდება.

"ეხლა უკვე ნათელია, რომ იუსტიციის სამინისტროს და სხვა სამინისტროებს  მოგვიწევს 2 რამ გავაკეთოთ. პირველი, რომ რაც ბიუჯეტიდან გვაქვს მიღებული ასიგნებები,  ეს შევამციროთ და უკან  დავაბრუნოთ ბიუჯეტში და მეორე, იმ სამინისტროებს, ვის სსიპებს აქვთ საკუთარი შემოსავლები და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ იმ სსიპებს აქვთ საკუთარი შემოსავლები, რომლებიც მნიშვნელოვანი  სსიპები არიან და მათი თანამშრომლობით  შემოსავლების მოსაპოვებლად დღე და ღამე მუშაობენ, მაგრამ გაუჭირდა ქვეყანას და ამ სსიპებმა აგრეთვე უკვე თავინათი ეკონომიები გადასცენ ბიუჯეტს. ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო მაგალითად, მცხეთის იუსტიციის სახლის  თანხა,  რომელიც აღარ აშენდება, ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო ნაწილობრივ  ბორჯომის და თიანეთის  იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები, ვეღარ აშენდება სავარაუდოდ 2 სოფლის სახლი საქართველოში, საჯარო რეესტრს მოუწევს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად,  3 მლნ გადასცეს საკუთარი ეკონომია ბიუჯეტს და ა.შ. ანუ, იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემთხვევაში, ეს ძირითადად იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე. ხელფასებს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის იუსტიციაში, რომ არ შემცირდეს, თუმცა რა თქმა უნდა,  ახალი თანამშრომლების აყვანა, ხელფასების გაზრდაზე საუბარიც კი,  ჩემს შემთხვევაში ვერ იქნება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics