02:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 16:55:01, 895 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ აშშ-ის გელოგიური სამსახური იტყობინება.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ტოკიოდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

თვითმხილველების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა.

ნგრევის და დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. იაპონიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 9.0 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრას ცუნამიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მაშინ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics