2015-05-20 16:56:41, 659 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ხვალ 2.3234 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3378 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0144 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5794 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6204 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0410 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან