18:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 11:46:30, 1281 ნახვა

სამხედრო
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“ შესაძლოა, საზღვაო კომპონენტი დაემატოს

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“ შესაძლოა, საზღვაო კომპონენტი დაემატოს.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„სამხედრო სწავლებები სამხედრო მზადყოფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა ასეთი ბევრი იყო. პირველ რიგში, ეს არის „ღირსეული პატნიორი“ და „მტკიცე სული“ (agile spirit). თქვენ იხილეთ რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეებისა, ისე შეიარაღების, იყო აშკარად გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. განსაკუთრებით „მტკიცე სულის“ სწავლებების ფარგლებში, ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ბატონ ჯეიმს მატისთან (აშშ-ის თავდაცვის მდივანი) შეხვედრის დროს. ასე რომ ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლებების გაფართოების კუთხით მზარდია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics