2015-05-14 13:43:33, 545 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ლარის კურსის გამყარება უახლოეს მომავალში დაიწყოს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ, კახი კალაძის განცხადებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ლარის კურსის გამყარება უახლოეს მომავალში დაიწყოს.
მისივე თქმით, აჟიოტაჟი ლარის გაუფასურებას ხელს უწყობს.
"ჩვენ დღეს მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება და ნუ ვქმნით მიზანმიმართულად ღაღაც ქაოსს, ეს კიდევ უფრო დარტყმას აყენებს და იწვევს ლარის გაუფასურებას. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის კურსის გამყარება",-განაცხადა კახი კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან