2015-05-13 16:54:21, 631 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ, 2.3617 ლარი ეღირება
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ხვალ, 2.3617 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3429 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ, 1 ევრო 2.6515 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6142 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0373 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან