13:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 14:58:11, 1501 ნახვა

სამხედრო
„ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარების დაუფლების მიზნით, ქართველ სამხედროებს წვრთნები ჩაუტარდებათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სარაკეტო სისტემის-ჯაველინების გამოყენებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში წვრთნები ჩატარდება.

როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მასში მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორები მიიღებენ, რომლებიც ქართველ სამხედროებს შეასწავლიან იმ უნარებს, რაც ამ შეიარაღების  გამოსაყენებლადაა საჭირო.

ამასთან, იზორია ამბობს, რომ ჯაველინების სისტემის მთავარი დანიშნულება თავდაცვაა:

„რაც შეეხება ანტისატანკო სისტემებს, ჯაველინებს, ეს სიტემა უკვე საქართველოშია და ამ სისტემის მთავარი დანიშნულება არის სწორედ თავდაცვა. რაც შეეხება მის გამოყენებას, ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ შესაბამისი წვრთნების ჩატარებას, რათა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაეუფლონ  იმ უნარებს, რაც აუცილებელია ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. ეს ახლო მომავალში მოხდება და ამისთვის ჩვენ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, აშშ-სთან  ერთად უკვე ვმუშაობთ, რომ მათი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ ტექნიკით სარგებლობა“, - განაცხადა იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics