14:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 16:24:12, 1495 ნახვა

სამხედრო
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეთაურების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ყოფილ მეთაურებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკებს კობა გრიგოლიასა და მალხაზ კალმახელიძეს კი წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ 2018 წელს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და ყურადღება ძლიერი შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს ასევე, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და II ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა.

ახლადდანიშნულ მეთაურებს საბრძოლო დროშები სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, გიორგი მათიაშვილმა გადასცა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ საბრძოლო დროშა წინამორბედისგან, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძისგან მიიღო. III ქვეითი ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს კი უფლებამოსილება პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გადააბარა.

ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა; მიღებული აქვს აქვს მე-2 და მე-3 ხარისხის უწყებრივი მედლები, I ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მას მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი მხედრული მამაცობისთვის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics