12:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 10:49:07, 522 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საქველმოქმედო აქციას აგრძელებს

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ყველა სტრუქტურული დანაყოფი შეუერთდა.

ქარელის რაიონში მცხოვრებ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი იაკობ გეგეშიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ხადური, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ეწვივნენ.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები კასპში და ქარელის რაიონში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში – თამარაშენში, კნოლევში, აბანოში, ცერონისში, კოდაში, ჭვრინისში, ავლევში, ატოცში მცხოვრებ 73 ოჯახს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, სოფლებში: თამარაშენი, აბანო, კოდა და ცერონისი, დამატებით კიდევ 18 ოჯახს გაუწიეს დახმარება.

შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას აგრძელებს და საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებელ, მრავალშვილიან და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მოიცავს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში აღნიშნული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics