|
2016-10-06 19:42:50, 2152 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის აეროპორტთან აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მახლობლად მდებარე პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფომრაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციის შენობა პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული. თვითმხილველების თქმით, აფეთქების გარდა სროლის ხმაც ისმოდა. რეგიონის გუბერნატორმა ვასიპ საჰინმა სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 41 ადამიანი გარდაიცვალა, 230 კი დაშავდა. კიდევ ერთი აფეთქება ისტიკლალის მოედანზე განხორციელდა. ოფიციალურმა სტამბოლმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოს" დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)