02:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 14:02:26, 1851 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს

გერმანიაში პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად  ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოპერაცია შლეზვიგ-გოლშტაინისა და ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწებზე ჩატარდა.

როგორც Die Welt-ი წერს, სამართალდამცველებმა ლტოლვილთა 3 საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ბინა გაჩხრიკეს, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები და დოკუმენტები.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ყველა დაკავებული სირიის მოქალაქეა. მათ გერმანიის მთავრობას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართეს.

დაკავებული სამი პირის წინააღმდეგ გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა, რა დროსაც ისმინებოდა ეჭვმიტანილების სატელეფონო საუბრები. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულები ჯიჰადისტები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics