01:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 13:00:22, 3853 ნახვა

კულტურა
ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადებზე“ დასწრება თავისუფალი იქნება

30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში  დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართება. მისი სლოგანიც შესაბამისია - „ღამის სერენადები - ყველაზე ახლო აფხაზეთთან“.

სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესი კლასისური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება.

 „ღამის სერენადებზე“ მოწვეული იქნებიან  მუსიკალურ სასწავლებლების პედაგოგები, თეატრების, მუზეუმების და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღამის სერენადები“ ანაკლიაში ტრადიციული გახდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics