2016-08-23 17:46:58, 1991 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში შირნაქის პროვინციაში აფეთქებას 2 სამხედრო ემსხვერპლა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შირნაქის პროვინციაში სამხედრო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 2 თურქი სამხედრო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან ავტომაგისტრალზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად 3 ჯარისკაცი დაშავდა.
ამასთან, კიდევ ერთი აფეთქება ჰაქარის პროვინციაშიც მოხდა, რის შედეგადაც 3 ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ აფეთქებები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერაა ორგანიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან