|
2016-08-09 11:55:43, 1969 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
პაკისტანის ქალაქ კვეტაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულების რაოდენობა 120-ს აღემატება, 26 მათგანი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთდროულად ორმა დაჯგუფებამ აიღო: ე.წ “ისლამურმა სახელმწიფომ” და მოძრაობა “ჯამაატ ურ აჰრარის” თალიბებმა. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაახლოებული სააგენტო "Amaq"-ის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორი სწორედ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ია. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აამოქმედა, სადაც იმ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ უცნობებმა საავადმყოფოში სროლა გახსნეს. ადგილობრივი იურისტები და ჟურნალისტები იქ ბელუჯისტანის პროვინციის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ,რომელიც 8 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. როგორც მედია წერს, მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)