2016-07-27 16:05:47, 1632 ნახვა
მსოფლიო
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს” ტერაქტს 44 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ ელ-ქამიშლიში აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილიდან კადრები სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქში სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული მოწყობილობა აფეთქდა.
ავტომანქანა ქურთთა უსაფრთხოების ძალების შტაბის გვერდით იდგა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ცნობისთვის, ქურთთა რაზმები ამერიკული ავიაციის დახმარებით სირიის ჩრდილოეთ ნაწილში “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან