2016-07-25 11:22:50, 1731 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა 1 ადამიანი მოკლა, 2 კი, დაჭრა
გერმანიის ქალაქ როიტლინგენში, მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა 1 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა, - ამის შესახებ Tass იუწყება.
მედიის ცნობით, ინციდეტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, შტუტგარდის მახლობლად მდებარე ქალაქში მოხდა.
როგორც Tass-ი წერს, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 21 წლის სირიელი ლტოლვილია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ცნობით, მამაკაცს თავდასხმამდე ქალთან შელაპარაკება მოუვიდა.
ცნობისთვის, დაკავებული ძალადობრივი ქმედებების გამო პოლიციის ყურადღების ქვეშ წარსულშიც მომხვდარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან