2016-07-17 13:46:58, 1742 ნახვა
მსოფლიო
შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის შენობის დაკავების შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი, დაიჭრა
ერევანში შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის შენობის დაკავების შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი, დაიჭრა. ადგილობრივი მედია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფის მიერ აყვანილი ორი მძევალი გათავისუფლებულია.
სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ.
უცხოური მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის მომხრეები არიან. ისინი სომხეთის ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან