18:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 13:20:12, 1444 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ფრანგული მედია პრემიერ-მინისტრზე მანუელ ვალსზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების იფნორმაციით, გლოვა 16 ივლისიდან დაიწყება.

"ტერორისტების მიზანს შიშისა და პანიკის დათესვა წარმოადგენს. თუმცა საფრანგეთის დიდი სახელმწიფო და დიდი დემოკრატიაა და არ დაუშვებს დესტაბილიზაციას", - განაცხადა მანუელ ვალსმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 20 ივლისს განიხილავს. ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ვადა 27 ივლისს იწურება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივლისს, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდებოდა.

შეგახსენებთ, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics