|
2016-07-14 18:22:01, 1597 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ISIS-ის წინააღმდეგ ავიამზიდ “შარლ დე გოლს” გამოიყენებს
საფრანგეთი ავიამზიდ “შარლ დე გოლს” ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ოლანდმა აღნიშნა, შემოდგომაზე ავიამზიდი სპარსეთის ყურეში დაბრუნდება. “ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევას ერაყის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, რომლებიც მოსულის გათავისუფლებას ცდილობენ”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ოლანდის თქმით, ავიამზიდი ოპერაცია “შამალში” მიიღებს მონაწილეობას, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელებას ითვალისწინებს. ცნობისთვის, “შარლ დე გოლი”, რომელიც ექსპლუატაციაში 2001 წელს შევიდა, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთადერთი მოქმედი ავიამზიდია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)