|
2016-06-17 17:16:58, 1208 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ევრაზიული კავშირის სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევრზიული კავშირის გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეკონომიკური კავშირი სამომავლოდ ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, პაკისტანთან და დსთ-ის ქვეყნებთან ითანამშრომლებს. როგორც სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, ისინი აღნიშნულ ქვეყნებთან ღრმა პარტნიორობის რეჟიმში იმუშავებენ. "ჩვენ ვთავაზობთ ღრმა პარტნიორული კავშირის დამყარებას ისეთ ქვეყნებს, რომლებთანაც ისედაც გვაქვს მჭიდრო კავშირები. საუბარია ჩინეთზე, ინდოეთზე, ირანზე, პაკისტანზე, დსთ-ის ქვეყნებზე. პარტნიორობას ვთავაზობთ სხვა ქვეყნებსაც", - განაცხადა კრემლის ლიდერმა. მისივე თქმით, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის სირვილი უკვე გამოთქვა 40-ზე მეტმა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ. პუტინის განცხადებით, ევრაზიული კავშირი ევროკავშირთან თანამშრომლობითაც დაინტერესებულია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)