01:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 14:13:19, 1173 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი დიპლომატები ბარაკ ობამას მოუწოდებენ, აშშ-მ სირიის სამთავრობო ჯარებზე იერიში მიიტანოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების ნაწილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს,  სირიის სამთავრობო ჯარებზე დარტყმები განახორციელოს, - ამის შესახებ The New York Times იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შიდა მემორანდუმს 50 დეპუტატმა ხელი მოაწერა. მემორანდუმი თანახმად, დიპლომატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, სირიის არმიაზე დარტყმები იმ მიზნით განახორციელოს, რომ ასადის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა შეწყვიტოს.

როგორც The Wall Street Journal წერს, აშშ-ს დიპლომატები მიიჩნევენ, რომ დამასკოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებისთვისაა აუცილებელი.

დიპლომატები ხელისუფლებას სთავაზობენ, სირიის არმიის წინაააღმდეგ რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და საჭიროების შემთხვევაში, ავიაციაც გამოიყენოს.

The New York Times წერს, რომ ბარაკ ობამა აღნიშნულ შემოთავაზებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის, რადგან ეს სირიაში ამერიკული პოლიტიკის შეცვლის მანიშნებელი იქნება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მემორანდუმის არსებობა დაადასტურა, თუმცა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კერბიმ კომენტარებისგან თავი შეიკავა.

ამ ეტაპზე ამერიკული ჯარი სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიებს ბომბავს, ხოლო სპეცრაზმი შიიტურ დაჯგუფებებს ეხმარება.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და ასადის მომავალი თვითონ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics