23:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 11:58:19, 1173 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამას ცნობით, ომარ მატინი ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, გამოძიებას არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ომარ მატინი უცხოურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო დაკავშირებული, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ გეი-კლუბზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომელიც ქალაქ ორლანდოში მოხდა.

ბარაკ ობამას თქმით, თავდამსხმელზე გავლენა ინტერნეტში გავრცელებულმა ექსტრემისტულმა ინფორმაციამ მოახდინა.

“ამ ეტაპზე ჩვენ არ გავქვს მტკიცებულებები, რომ მას ექსტრემისტები მართავდნენ”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ომარ მატინმა იარაღი ლეგალური გზით შეიძინა, რის გამოც ბარაკ ობამამ აშშ-ში იარაღის გავრცელების მარეგულირებელი კანონი გააკრიტიკა. ობამას თქმით, კანონმდებლობა ამ სფეროში არასაკმარისად მკაცრია.

შეგახსენებთ, რომ ორლანდოში, ღამის კლუბ “პულსზე” თავდასხმას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 53 კი დაშავდა.

ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, ბარაკ ობამა 16 ივნისს გეგმავს ჩასვლას, რათა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics