23:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 11:33:40, 1161 ნახვა

მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფოს" წევრმა პოლიციელი მოკლა, მისი სახლი კი შტურმით აიღო

საფრანგეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედიის ცნობით, პარიზთან მდებარე დასახლებულ პუნქტ მანიანვილში დანით შეიარაღებული მამაკაცი, შეძახილებით „ალაჰ აკბარ“ პოლიციის ოფიცერს მის სახლთან თავს დაესხა  და მოკლა. პოლიციელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თავდამსხმელმა მუცლის არეში დანით ჭრილობა ცხრაჯერ მიაყენა.

ამის შემდეგ მან პოლიციელის მეუღლე და 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა.

როგორც Reuters წერს, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყეს, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია.

სახლის შტურმისას სამართალდამცველებმა ტერორისტი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელის მეუღლე გარდაიცვალა.

მომხდარის გამოძიება პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ უკვე დაიწყო.

მანიანვილში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საგანგებო შეხვედრას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics