15:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 12:21:51, 1140 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს

ყაზახეთის ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს, - ამის შესახებ BBC ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 4 ეჭვმიტანილი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი პოლიციას არ ჩაბარდნენ და ცეცხლი გახსნეს.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ქალაქის სხვა რაიონში საპატრულო ეკიპაჟზე თავდასხმის მცდელობისას მოკლეს.

ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აქტობის ცენტრში შეიარაღებული პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს და ექვსი ადამიანი მოკლეს. ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 13 სავარაუდო თავდამსხმელი მოკლეს და 8 ადამიანი დააკავეს.

ყველა მათგანი ყაზახეთის მკვიდრია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. ნაზარბაევის განცხადებით, “რადიკალური ფსევდორელიგიური მიმდინარეობის” წევრებმა ინსტრუქციები საზღვარგარეთიდან მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics