2016-06-10 09:29:52, 1267 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონს ბარაკ ობამამ ოფიციალურად მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს ოფიციალურად მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც ობამამ კლინტონის მხარდაჭერის შესახებ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის არ ფიქრობს, რომ ოდესმე ვინმე ყოფილიყო მასზე უფრო მეტად კვალიფიციური ამ თანამდებობისთვის.
ობამამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან