2016-06-09 11:36:42, 1169 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა
ბაღდადში მორიგი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ალ-ჯადიდის რაიონში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.
ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან