2016-06-07 20:47:48, 1256 ნახვა
მსოფლიო
მორიგი ტერაქტი სტამბოლში - დაიღუპა 11, დაშავდა 40-მდე ადამიანი
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მორიგი ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 40-ს აღემატება.
შემთხვევა ქალაქის ისტორიულ უბანში მოხდა, სადაც ავტობუსების გაჩერებასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა.ორგანიზატორებმა ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები დისტანციური მართვის მექანიზმით იმ დროს აამოქმედეს, როდესაც გაჩერებას პოლიციელების ავტობუსი უახლოვდებოდა.
დაღუპულებს შორის 4 გამვლელია, 7 კი - პოლიციის ოფიცერი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან