15:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 15:59:52, 1175 ნახვა

მსოფლიო
ევრო 2016-ის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საფრანგეთის პოლიციას ევროპოლი დაეხმარება

ევროპოლი საფრანგეთს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება, - ამის შესახებ France 24 ევროპის პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელზე, რობ უენრაითზე დაყრდნობით იუწყება.

უენრაითის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოლოსალურ ზომებს მიმართა.

"როგორც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ ღონისძიების დროს თავდასხმების შესაძლებლობა. საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოლოსალურ ზომებს მიმართა. მათ ევროპაში უსაფრთხოების ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა გააჩიათ, ევროპოლი მათ გვერდით იქნება”, - განაცხადა რობ უენრაითმა.

ევროპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ ევროპოლისა და საფრანგეთის სპეცსამსახურებს შორის ევრო-2016-ის დროს მოხდება  კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეალური დროის რეჟიმში გაცვლა.

როგორც საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ქვეყანაში  უსაფრთხოებას პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის 77 000 თანამშრომელი, ასევე დაცვის კერძო სამსახურების 13 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ს საფრანგეთი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics