2016-06-04 10:36:20, 1425 ნახვა
მსოფლიო
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC სპორტსმენის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, 2 ივნისს მუჰამედ ალი საავადმყოფოში რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს, სადაც მან ბოლო დღეები გაატარა.
ცნობისთვის, სპორტიდან წასვლის შემდეგ 4 წელში, 1984 წელს მუჰამედ ალის პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
შეგახსენებთ, რომ მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივე იყო, რომელმაც 3-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მძიმე წონის კატეგორიაში. პირველად მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1964 წელს მოიპოვა, შემდეგ 1974 და 1978 წლებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან