17:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 00:00:02, 1189 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი გერმანიას გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდის

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გერმანიის პრეზიდენტს, იოაჰიმ გაუკს, კანცლერ ანგელა მერკელსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარეს ნორბერტ ლამერტს სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადრესატებისადმი გაგზავნილ დეპეშებში, სარგსიანი დიდ მადლობას უხდის გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს, რომლებმაც, მისი თქმით, გადამწყვეტი სიტყვა თქვეს ამ საკითხში.

სარგსიანი ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული ნაბიჯია არა მხოლოდ სომხეთისა და გერმანიისთვის, არამედ მთელი ცივილური სამყაროსთვის. მისივე თქმით, ეს არის სიმბოლო უზენაესი დემოკრატიისა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების და ხაზს უსვამს გერმანიის თანმიმდევრულ როლს ამ ფასეულობების შენარჩუნებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics