2016-05-30 23:14:53, 1294 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტერაქტს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 20-მდე მოქალაქე
თურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 20-მდე მოქალაქე, ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.
აფეთქება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შირნაკის პროვინციაში მოხდა.
ტერაქტი თურქეთში აკრძალული „ქურთთა მუშათა პარტიის“ მიერ იყო მოწყობილი. მათ თვითნაკეთი ბომბი აამოქმედეს, რომელიც გზაზე იყო დამონტაჟებული. მასზე გავლისას პოლიციის ავტომანქანა აფეთქდა.
დაშავებულთა შორის ხუთი პოლიციელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან