10:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 19:42:21, 1279 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს პეტრო პოროშენკომ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

"მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო უკრაინისთვის" - ამის შესახებ ნადია სავჩენკომ სამშობლოში დაბრუნებისას განაცხადა.

სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს. უკრაინელი მფრინავი პრეზიდენტმა მიიღო და გმირობის ორდენი გადასცა. პეტრე პოროშენკომ სავჩენკოს ქვეყნის სიამაყისა და უდრეკობის სიმბოლო უწოდა. მისივე თქმით, უკრაინა ნადია სავჩენკოს მსგავსად, დაიბრუნებს დონბასს და ყირიმსაც.

ნადია სავჩენკო დღეს უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებში გაცვალეს. უკრაინელ მფრინავს ბორისპოლის აეროპორტში დედასა და დასთან ერთად, ათობით გულშემატკივარი დახვდა.

პირველი ემოციური განცხადება სავჩენკომ სწორედ აეროპორტში გააკეთა. მან შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა ტყვეების გასათავისუფლებლად ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.

„მზად ვარ ნებისმიერ წამს მოვკვდე იმისთვის, რომ შევძლოთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა. მადლობა ყველას. მადლობა, რომ იბრძოდით ჩემთვის და სხვებისთვის. მადლობა მათაც კი, ვისაც ჩემთვის ბოროტება უნდოდა, მათი სიტყვების წყალობით მე გადავრჩი. მათ ჯიბრზე გადავრჩი. მინდა პატიება ვთხოვო იმ დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციის ფრონტის ხაზიდან ვერ დაბრუნდნენ, რადგან მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მინდა პატიება ვთხოვო დედებს, რომელთა შვილებიც ტყვეობაში არიან, მე კი თავისუფალი ვარ. მე არ შემიძლია, დავაბრუნო დაღუპულები, მაგრამ მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო უკრაინისთვის და ყველაფერს გავაკეთებ მათ გასათავისუფლებლად, უკრაინელი გმირები არ უნდა კვდებოდნენ,“- განაცხადა სავჩენკომ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics