2016-05-25 14:28:25, 1197 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში ჩავიდა
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში გაფრინდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედიის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავი 2 რუს სამხედროზე - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევზე გაცვალეს, რომლებიც იკრაინაში 14-წლიან სასჯელს ტერორიზმში ბრალდებით იხდიდნენ.
როგორც მედია საშუალება წერს, სავჩენკოს დონის როსტოვში უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ვლადისლავ ცეგოლკო და უმაღლესი რადას ვიცე- სპიკერი ირინა გერაშენკო დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან