2016-05-19 10:17:42, 1163 ნახვა
მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ „Airbus a 320”-ს ამ დრომდე ეძებენ
ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ „Airbus a 320” “-ს ამ დრომდე ეძებენ, რომელიც EGEPTAIR-ის კუთვნილებაა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, რეისი 804 პარიზიდან ქაიროს მიმართულებით სრულდებოდა და ის ეგვიპტის საჰაერო სივრცეში 11 ათას 200 მეტრის სიმაღლიდან დაიკარგა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის ხელისუფლება და მაშველებთან ერთად, მობილიზებულია ეგვიპტის შეიარაღებული ძალების სპეციალური ჯგუფიც.
თვითმფრინავში 56 მგზავრი, მათ შორის 3 ბავშვი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან