2016-05-14 23:55:13, 1262 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი და უკრაინა თვითმფრინავების ერთობლივ წარმოებას იწყებენ
თურქეთი და უკრაინა თვითმფრინავების ერთობლივ წარმოებას იწყებენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერის, გენადი ზუბკოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევი და ანკარა უკრაინის ბაზა “ანტონოვზე” თვითმფრინავების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ.
საუბარია სამგზავრო თვითმფრინავებზე და აღნიშნული გადაწყვეტილება, თურქეთ-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომის მსვლელობისას იქნა მიღებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან