2016-05-13 22:57:38, 1382 ნახვა
მსოფლიო
მადრიდის მახლობლად საბურავების უმსხვილესი ნაგავსაყრელი დაიწვა
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მახლობლად ძველი საბურავების უმსხვილესი ნაგავსაყრელი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს.
საბურავების ნაგავსაყრელი 10 ჰექტარის ფართობის ტერიტორიას იკავებს. ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო მადრიდი ტოქსიკური კვამლის ღრუბელმა დაფარა.
ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო ბრიგადა სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობდა.
ეკოლოგები აცხადებენ, რომ რეზინის საბურავების წვის შედეგად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და გარემოს აზარალებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან