2016-05-13 21:58:15, 1057 ნახვა
მსოფლიო
პუტინი აშშ-ს: მოსკოვი იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს საფრთხის შესამცირებლად
"მოსკოვი იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს საფრთხის შესამცირებლად" - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "იჯისის" ტიპის კომპლექსები რუმინეთში "ნატოს" ავიაბაზაზე დამონტაჟდა.
ვლადიმერ პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ რუმინეთში განთავსებული სისტემები შეერთებული შტატების სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის ნაწილია და არა თავდაცვითი სისტემები.
რუმინეთში "იჯისის" ტიპის კომპლექსების "ნატოს" ავიაბაზებზე დამონტაჟების ცერემონიას ალიანსის გენერალური მდივანი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს სისტემები რუსეთს არანაირ საფრთხეს უქმნის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან