2016-05-12 22:02:31, 1036 ნახვა
მსოფლიო
ერაყში მორიგ ტერაქტს 17 სამხედრო ემსხვერპლა
ერაყში მორიგი ტერაქტი მოხდა. ამჯერად, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანაში აიფეთქა, ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული ტერაქტი ერაყის ქალაქ რამადში მოხდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაღდადში ჯიჰადისტებმა ორი პოლიციელი მოკლეს და 8 ადამიანი დაჭრეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან