2016-05-12 14:39:26, 1103 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს
ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატამ – სენატმა ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
პრეზიდენტს უფლებამოსილება 180 დღით შეუჩერდება, რა დროსაც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პროკურატურა გამოიძიებს.
პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე–პრეზიდენტი მიშელ ტემერი შეასრულებს.
ბრაზილიის პროკურატურა რუსეფს კორუფციაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან