2016-05-11 21:48:54, 1128 ნახვა
მსოფლიო
სამმაგი ტერაქტი ერაყში - დაღუპულია 94, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი
ერაყის დედაქალაქში სამმაგი ტერაქტი მოხდა, რასაც ამ დროის მონაცემებით 94 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 150-ს აჭარბებს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ".
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ერაყის დედაქალაქში თავდასხმები გახშირდა. მომხდარი აფეთქებების ნაწილზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან