2016-05-11 17:28:51, 816 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ პროექტს „Check in Georgia” უერთდება
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე, დღეს „ვითიბი ბანკი“ სხვა კომპანიებთან ერთად პროექტ „Check In Georgia“ -ს პარტნიორი გახდა.
პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში, დაგეგმილია 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიება, მათ შორის მეგა ვარსკვლავების კონცერტები.
„ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის ისე ბიზნეს სექტორისთვის. ამასთან ერთად ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო საბანკო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ბანკის მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ პროექტში“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან