2016-05-08 17:51:45, 1247 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 73 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა
ავღანეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავარია გაზნის პროვინციაში მოხდა, რა დროსაც გზაზე ერთმანეთს საწვავის ტანკერი და ორი ავტობუსი შეეჯახა და მათ ცეცხლი გაუჩნდათ.
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან