2016-05-05 12:23:23, 1049 ნახვა
მსოფლიო
ოფიციალურმა სომხეთმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი განიხილა
სომხეთის მთავრობამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი განიხილა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს.
მედიის ინფორმაციით, განხილვის შემდეგ კანონპროექტის ყველა შესამაბისი დოკუმენტაცია სომხეთის პარლამენტს გადაეგზავნა.
კანონპროექტის განხილვა დებატების გარეშე მიმდინარეობდა და სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის შორის მოლაპარაკებებით არის განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი განხილვაზე სომხეთის საპარლამენტო ოპიზიციამ შეიტანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან