2016-05-05 11:52:46, 1019 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მძიმე ავადმყოფებს ექიმები მარიჰუანას რეცეპტით გამოუწერენ
გერმანიის მთავრობამ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მძიმე ავადმყოფებს ექიმები მარიჰუანას რეცეპტით გამოუწერენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედიის იფნრომაციით, კანონი ძალაში შემდეგი წლის გაზაფხულიდან შევა. ამ ეტაპზე გერმანიაში სიმსივნით, შიდსით, პარკინსონით და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს მხოლოდ სპეციალური ნებართვით და საკუთარი თანხებით შეუძლიათ მარიჰუანას შეძენა.
ახალი კანონის თანახმად კი მარიჰუანას შეძენა აფთიაქებში იქნება შესაძლებელი და მისი შეძენის ხარჯებს ჯანდაცვის სისტემა აანაზღაურებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან